Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | ყაზახეთი, აზერბაიჯანი და საქართველო გადაზიდვებზე ტარიფების შემცირებას გეგმავენ
GBC news
24 August 2016, 11:46

თბილისი (GBC) - ყაზახეთი, აზერბაიჯანი და საქართველო სარკინიგზო გადაზიდვებზე ტარიფების შემცირებას გეგმავენ. 

საკითხზე ასტანაში სამი ქვეყნის სარკინიგზო ადმინისტრაციების ხელმძღვანელებმა მსხვილ ყაზახ გადამზიდავებთან ერთად იმსჯელეს, - იტყობინება „კაზინფორმი“.

საუბარი ეხებოდა სატარიფო განაკვეთების შემცირებას მეტალურგიულ პროდუქციაზე, მარცვლეულზე, ნავთობზე, ასევე საკონტეინერო გადაზიდვებზე.

აღინიშნა, რომ ახალი ლოგისტიკური სქემები დაეხმარება ბაზარს განვითარებაში.

 „მზად ვართ შევთავაზოთ კარგი პირობები გადაზიდვებზე. წლის ბოლოსთვის ჩვენ ვხსნით პირდაპირ გზას საქართველოს გავლით თურქეთთან. ამ გზით, ჩვენ გვექნება შესაძლებლობა გვქონდეს წვდომა თურქეთის სამხრეთში არსებულ პორტებთან, ჩრდილოეთ აფრიკასა და არაბულ ქვეყნებთან“, - განაცხადა აზერბაიჯანის რკინიგზის ხელმძღვანელმა იგბალ გუსეინოვმა.

ყაზახური კომპანია Солтүстік  -ის წარმოამდგენელმა აღნიშნა, რომ მიღებული მარცვლეულის მოსავლის ნაწილის ექსპორტი დაგეგმიალი სპარსეთის ყურის ქვეყნებში და სწორედ ამ საექსპორტო ტვირთისთვის გადაზიდვის ტარიფების შეთანხმება ხდება.

„შედეგი გვაქვს, ჩვენ ვისარგებლებთ შეღავათით, ფასდაკლებით“, - აღნიშნა ანუარ ხამიტოვმა.

 

 

წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი